მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტიდან პოლონეთში გაამგზავრებენ
სავარაუდოდ, მივდივართ ბორისპოლის აეროპორტში. რეისი ვარშავის მიმართულებით 17-25, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკა Facebook-ის გვერდზე წერს.
„როგორც ჩანს, მიხეილის გაგზავნა ამ რეისით სურთ. ამავდროულად უნდა ვაკონტროლოთ დასავლეთის მიმართულება. გადავკეტავთ გზებს. საყოველთაო მობილიზაცია. მოვახდენთ აეროპორტის ბლოკირებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ელიზავეტა ბოგუცკა Facebook-ის გვერდზე.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ დეპორტაციისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.