Financial Times - სააკაშვილი სახურავზე განვითარებული დრამის დროს დააკავეს
Financial Times - სააკაშვილი სახურავზე განვითარებული დრამის დროს დააკავეს

“უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეობის არმქონე სააკაშვილი სახურვაზე განვითარებული დრამის დროს დააკავა”, –  ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა Financial Times.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ივლისში უკრიანის მოქალაქეობა ჩამოართვეს, კიევში დილით ადრე დრამატული სცენის დროს დააკავეს, რა დროსაც სპეცრაზმის ელიტურმა დანაყოფებმა მისი ბინის შტურმი მოახდინა.

სტატიაში ნათქვამია, რომ სამშაბათის ქაოტური მოვლენები უკრაინის პრეზიდნეტს პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ყოფილ ლიდერს შორის ურთიერთობების მკვეთრი დაღმასვლის ბოლო სპაზმი გახდა.

“მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ გაოიწვია სპეკუალაციები, რომ მისი საქართველოში დეპორტაცია მოხდება. ხელისუფლების განცხადებით, დაკავება უკავშირდება დანაშაულებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობის საქმის გამოძიებას. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრიანის ხელისუფლებამ სააკაშვილის თანამებრძოლები საქართველოში გააძევა”, – წერს სტატიის ავტორი.

Financial Times-ის ცნობით, სექტემბერში უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა საპროტესტო მოძრაობას, რომელიც პრეზიდენტი პოროშენკოს გადადგომას ითხოვდა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, შენობის წინ შეკრებილი ათობით მხარდაჭერისადმი სახურავიდან გაკეთებული მიმართვისას, სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი რეფორმების შეფერხებისა და კორუფციის ხელშეწობისთვის სხვა ოლიგაქრებთან შეთქმულებაში დაადანაშაულა.

“საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე წარმატებულად ახროციელებს იმ პოლიციის მიკროავტობუსის ბლოკირებას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის გაყვანას ცდილობენ”, – წერს Financial Times.