მიხეილ რამიშვილი - მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე უნდა განიხილონ
წმინდა სინოდზე ყოველთვის საჭირბოროტო და სავალდებულო საკითხები იხილება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შემთვევაში დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმის განხილვა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
„ერთ-ერთი სინოდის დასრულების შემდეგ საპატრიარქოდან გაკეთდა განცხადება, რომ შეიქმნებოდა კომისია რომელიც სრულად შეისწავლიდა ე.წ. ციანიდის საქმეს. მაგრამ ეს სამწუხაროდ მხოლოდ განცხადებად დარჩა. იაკობის განცხადებების შემდეგ უფრო მიზანშეწონილი იქნება, თუ იმსჯელებენ და უშუამდგომლებენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე პრეზიდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, იქნებ გამონაკლის შემთვევაში იქნეს შეწყალებული, რათა წარდგეს ის წმინდა სინოდის წინაშე და აბსოლუტურად ყველაფერს ახადოს ფარდა. ითქვას ერთხელ და სამუდამოდ ის სიმართლე, რისი ართქმაც დღეს ყველაზე მეტად აზარალებს საპატრიარქოს“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.