თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნენ. საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებზე და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროკურატურის მიერ მოპოვებულ მასალებზე.

მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

როგორც მათ მასალების გაცნობის შემდეგ განაცხადეს, გამოძიებამ აჩვენა სუს-ის წარმომადგენლების იმ წარმომადგენლების ჩვენებები, რომლებიც მათი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე შავნაბადას მიმართულებით დაემგზავრნენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არსებული მასალები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, რა მიმართულებითაც ამ დრომდე პროკურატურა მუშაობს.

ამასთან, ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დადგენილია, რომ მედიკამენტი, რომლის მიღების შედეგადაც ბაჩალიაშვილი გამოძიების ვერსიით გარდაიცვალა, რეცეპტით იყიდებოდა და საქმეში არ დევს რეცეპტი. რამიშვილის თქმით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ეს მედიკამენტი თამარ ბაჩალიაშვილს არ უყიდია.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ბაჩალიაშვილი მოკლეს და თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია.

დატოვე კომენტარი