ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ოჯახის მოთხოვნით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთვება.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაცით, ბაჩალიაშილის ცხედარი მწყემსმა იპოვა.
„ავტომობილი გაიხსნა. მანქანაში, უკანა სავარძელზე იყო ახალგაზრდა ქალი. მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. ექსპერტიზის წარმომადგენლები არიან ადგილზე. ხორციელდება ყველა საჭირო მოქმედება. რადგან არ გამაჩნია სრულყოფილი ნდობა ექსპერტების მიმართ, ჩვენი მხრიდან ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, რადგან ეს არ არის ისეთი უღრანი ტყე, რომ ვერ ნახო. მითუმეტეს, პოლიციის განცხადებით, გამოყენებული იყო ვითომ აეროგადაღება. ყველა ვერსიას არსებობის უფლება გააჩნია, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა არც არაფერს ვამტკიცებ“, – განაცხადა ადვოკატმა.
თამარ ბაჩალიაშილი ხუთი დღის წინ გაუჩინარდა. მისი ცხედარი დღეს თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს.