მიხეილ რამიშვილი - გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობის საკითხის გადაწყვეტაში გენერალურმა პროკურატურამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ახლა ზუსტი დრო და ზუსტი ვადებია საჭირო, როდის ჩაერთვება საქმეში ფედერალური ბიურო.
როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობის საკითხის გადაწყვეტაში გენერალურმა პროკურატურამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მივმართეთ წერილობით. ამ საკითხში უნდა ჩაერთოს გენერალური პროკურატურა და გენერალური პროკურორი. მთავარი იქნება ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, ახლა ზუსტი დრო და ზუსტი ვადებია საჭირო, ვიცოდეთ, როდის ჩაერთვება საქმეში FBI. არავითარი ლოდინის დრო არ იქნება, ეს არ უნდა იყოს მარტო სიტყვიერი დაპირება და სიტყვებად დარჩენა. ეს ჩართვა არ უნდა იყოს მხოლოდ საქმის გაცნობა, მათ ყველაფერზე უნდა ჰქონდეთ წვდომა. რაც შეეხება ავტომობილს, გავარკვევ როდის ჩამოვლენ ექსპერტები FBI-იდან თუ მანამდე გახსნეს ავტომობილი, ოჯახისგან მოყვება დიდი პროტესტი. არის ინფორმაცია, რომ ვიდეოკამერებიდან გარკვეული მასალა წაშლილია. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, პირდაპირ მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გვექნება შეხვედრა, რომ დავადგინოთ ამერიკული ფედერაციული ბიუროს ჩამოსვლის ვადები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.