მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთან თავად ბაჩალიაშვილის ოჯახმა დააკავშირა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთან, რომელიც აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, თავად ოჯახმა დააკავშირა.
როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, ოჯახმა ბაჩანა ლობჟანიძე გააცნო, როგორც თამარის მეგობარი.
„მე დამაკავშირა ოჯახმა და მითხრა, რომ თამარის მეგობარი იყო და გავეცანი, სამხარაულის ბიუროში იყო ჩემთან ერთად და მესაუბრებოდა კომპიუტერთან მიმართებაში რა გამოცდილებაც ჰქონდა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს აღნიშნა: „ბაჩანა ლობჟანიძე ვიღაც ციდან მოფრენილია. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში“.
რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.