მიხეილ მესხის გაცილება ფეხბურთიდან – 1969 წლის 16 ივლისის ჩანაწერი. „დინამო“ (თბილისი) „ნასიონალს“ (მონტევიდეო) თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე დაუპირისპირდა. მატჩს 30 000 მაყურებელი ესწრებოდა.
საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.