საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, რუბენ სადოიანთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სომეხ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
თავის მხრივ, რუბენ სადოიანმა მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
“შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში