ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა
ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ა.წ. 7 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის ელჩის ინიციატივით მოხდა მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ხანმოკლე საუბრის დროს იგი შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.

საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.