სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა თბილისში, ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა
სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა თბილისში, ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა, რუბენ სადოიანმა სტუდენტ კარინე ბაგირიანს უმასპინძლა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისში, ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და პოლიციის მეშვეობით, მფლობელს გადასცა.

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, კარინე ბაგირიანი თბილისში სწავლობს. ელჩმა რუბენ სადოიანმა კარინე ბაგირიანს მადლობა გადაუხადა “ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის”. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში.

კარინე ბაგირიანმა მადლობა გამოთქვა მიღებისთვის და მისადმი გამოხატული კეთილგანწყობისთვის.