მიხეილ ჯანელიძე Heritage Foundation-ის პუბლიკაციაზე - არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე საუბარი არ შეიძლება იყოს
არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე საუბარი არ შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ Heritage Foundation-ის პუბლიკაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს ოფიციალური პირები ნატო-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით კომპრომისს არ გამორიცხავენ.
„საქართველოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული ხაზი და საქართველოს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მხრიდან და ასევე, ალიანსის მხრიდან, რომელსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე.