Microsoft - აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რუსეთი პოლიტიკურ ჯგუფებზე ახალ კიბერთავდასხმებს ცდილობს
Microsoft - აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რუსეთი პოლიტიკურ ჯგუფებზე ახალ კიბერთავდასხმებს ცდილობს

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რუსეთი პოლიტიკურ ჯგუფებზე ახალ კიბერთავდასხმებს ცდილობს, – ამის შესახებ კომპანია Microsoft-ში განაცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა კიბერჯგუფმა ყალბი ინტერნეტდომენები შექმნა, რომელიც თითქოს ორ ამერიკულ კონსერვატორულ ორგანიზაციას: ჰადსონის ინსტიტუტსa და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს ეკუთვნოდა. სამი სხვა ყალბი დომენი კი, აშშ-ის სენატის საკუთრებად გაასაღა.

პარალელურად, აშშ-ის სენატის წევრები დემოკრატების პარტიიდან აცხადებენ, რომ რუსი ჰაკერები მათ სამუშაო კომპიუტერებში შეღწევას ცდილობდნენ.

სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის კიბერთავდასხმებს რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს უკავშირებს.