მეუფე გრიგოლი - კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ალბათ მოგვიწევს, წირვა მრევლის გარეშე ჩავატაროთ
კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალბათ მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე ჩავატაროთ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
„არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე კიდე მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ამასთან, მეუფე გრიგოლმა სასულიერო პირების ტესტირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირების ტესტირება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
„ჩვენ ქვეყანაში რამდენადაც ვიცი, დაახლოებით სამმილიონ ნახევარია მოსახლეობა. ნეტავ, ტესტირება ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ. ციფრი გაიზრდება უცებ, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. ეს ინფექცია მაწუხებს არა იმიტომ, რომ მე არ შემეყაროს, არამედ მე რომ არ შევყარო სხვას, ამაშია მთელი მზაკვრობა ამ ვირუსისა და მე ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ. ისე, როგორც ბევრს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან, ბევრ ხალხთან უწევთ ურთიერთობა, იგივე მაღაზიები, სხვადასხვა სფერო არის, ალბათ, ყველას უნდა ჩაუტარდეს ტესტირება. მქონდა მცდელობა, ეს ტესტირება ჩამეტარებინა დაახლოებით სამი-ოთხი კვირის წინ, თუმცა მაშინ ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ანალიზები მაინც გავიკეთე, რომელიც მიმანიშნებდა მაინც აუცილებელია თუ არა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.