მეუფე გრიგოლი - დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო
სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს, მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„რაც შეეხება დეკანოზის მოკითხვას, პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ გიორგი მამალაძე ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.