მეუფე გრიგოლ კაცია - ველოდი, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებდა
მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ საშობაო სადღესასწაულო წირვა აბაშის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის შემდეგ მიტროპოლიტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ ის პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას ელოდა.
“მე მეკითხებით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა? მე ვარ გრიგოლ კაცია და არ ვარ პრეზიდენტი. ველოდი, რომ შეიწყალებდა”, – უთხრა მედიას მეუფემ და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დეკანოზი არ ყოფილიყო ციხეში.
ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან და ილია მეორესთან წინასწარ შეთანხმებული არ იყო.