მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, მეტროსადგურებში მგზავრებს უკვე უშვებენ.

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დაახლოებით ერთი საათის წინ გაითიშა. ვარკეთილი-ახმეტელის ხაზის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა. მეტროში შეფერხების გამო, თბილისის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.