რა ხდება თბილისის ქუჩებში მეტროს პირველი ხაზის გაჩერების შემდეგ [ფოტო]
რა ხდება თბილისის ქუჩებში მეტროს პირველი ხაზის გაჩერების შემდეგ [ფოტო]

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ელექტროსადენებზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, სადგურის მოედანი-ვარკეთილისა და ვარკეთილი-სადგურის მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.