მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მოსახლეობა ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მეხის ჩამოვარდნაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან მისვლა ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.