მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

16:10, 05.07.2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მოსახლეობა ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მეხის ჩამოვარდნაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან მისვლა ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

მსგავსი