„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მესტიის მოსახლეობის ნაწილი მორიგ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას არ დაუშვებენ.
აქცია მესტიის მერიის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციაზე მისული ერთ-ერთი ორსული ქალი პროტესტის ნიშნად მიწაზე დაწვა.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია მესტიაში რამდენჯერმე უკვე გამართეს.