„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

13:13, 31.03.2018

„მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მესტიის მოსახლეობის ნაწილი მორიგ აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მშენებლობაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას არ დაუშვებენ.

აქცია მესტიის მერიის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციაზე მისული ერთ-ერთი ორსული ქალი პროტესტის ნიშნად მიწაზე დაწვა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია მესტიაში რამდენჯერმე უკვე გამართეს.

მსგავსი