„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატში რვა სტატისტიკური მაჩვენებლით გახდა ლიდერი, – იტყობინება პორტალი Squawka. 30 წლის არგენტინელმა გასულ სეზონში 34 გოლი გაიტანა 36 მატჩში და კარიერაში მეხუთედ მოიპოვა „ოქროს ბუცი“.
გარდა ამისა, ის გახდა ტურნირის საუკეთესო ასისტენტი (12 შედეგიანი პასი), პირველი იყო შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით (87), გარღვევებით (185), დარტყმებით (197), გამჭოლი პასებით შექმნილი მომენტების რაოდენობით (11), საჯარიმოს გარედან გატანილი გოლებით (8) და საჯარიმოებიდან გატანილი გოლებით (6).