ნეიმარმა იდეალური ფეხბურთელი შეადგინა #1TVSPORT
ნეიმარმა იდეალური ფეხბურთელი შეადგინა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა შეადგინა იდეალური მოთამაშე ტოპ-ფეხბურთელების ფიზიკური და სათამაშო მახასიათებლებისგან.

„ვფიქრობ, ეს იქნება კრიშტიანო რონალდოს ძალა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოქნილობა და პლასტიურობა, სერხიო რამოსის თავით თამაში, კილიან მბაპეს სისწრაფე, ლეო მესის მარცხენა ფეხი, ჩემი მარჯვენა ფეხი, რობერტ ლევანდოვსკის პოზიციის არჩევა, ნ’გოლო კანტეს დაცვაში თამაში და მარკო ვერატის კრეატიულობა ნახევარდაცვაში“, – განაცხადა ნეიმარმა.

წლევანდელ სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.