„ბარსელონამ" „მალიორკა" გაანადგურა - მესის გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა
„ბარსელონამ" „მალიორკა" გაანადგურა - მესის გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა

პრიმერა დივიზიონის განახლებულ სეზონში ლიდერმა „ბარსელონამ” პირველი მატჩი ჩაატარა – კატალონელებმა 28-ე ტურში სტუმრად „მალიორკა” გაანადგურეს 4:0.

უკვე მეორე წუთზე ანგარიში გახსნა არტურო ვიდალმა. პირველი ტაიმის ბოლოს, „ბარსელონაში” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა მარტინ ბრეიტუეიტმა. მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთში თავი გამოიჩინეს ჟორდი ალბამ და ლიონელ მესიმ. ასევე არგენტინელის ანგარიშზე იყო ორი შედეგიანი პასი.

ახლა, მესის 20 გოლი აქვს ესპანეთის ჩემპიონატში. ამით 32 წლის არგენტინელმა უნიკალურ შედეგს მიაღწია – ზედიზედ 12 სეზონში გაიტანა მინიმუმ 20 გოლი. ეს პირველი შემთხვევაა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში.

„ბარსელონამ” 61 ქულა დააგროვა და ხუთი ქულით გაზარდა უპირატესობა „რეალთან”, თუმცა, მადრიდულ კლუბს 28-ე ტურში ჯერ არ უთამაშია.