მესის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს, ნეიმარის დაბრუნება ურჩევნია
მესის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს, ნეიმარის დაბრუნება ურჩევნია

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი უპირატესობას ანიჭებს შემადგენლობაში ნეიმარის დაბრუნებას, ვიდრე მილანის „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესის შეძენას.

როგორც რადიო „კადენა სერი“ წერს, კატალონიელთა ლიდერი ამ ორ პოტენციურ ახალბედას შორის არჩევანისას, ნეიმარისკენ იხრება, მიუხედავად იმისა, რომ მარტინესი მისი თანამემამულე და ნაკრებში პარტნიორია.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ კორონავირუსის პანდემიით მიღებული ფინანსური ზარალის გამო, „ბარსელონა“ ვერ შეძლებს მარტინესის გამოსასყიდი თანხის – 111 მილიონი ევროს გადახდას. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი მზად არის გაცილებით ნაკლებ ხელფასზე ითამაშოს კატალონიაში, ვიდრე დღეს „პარი სენ-ჟერმენში“ აქვს.

დატოვე კომენტარი