მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT
მბაპემ მესის რეკორდი გააუმჯობესა #1TVSPORT

ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ თამდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ არგენტინელი შემტევის ლეონელ მესის რეკორდი გააუმჯობესა. 22 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „ბარსელონასთან“ (1:1) თავი გოლით გამოიჩინა და ამით იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ტურნირის ისტორიაში 25 გოლის გატანა მოახერხა.

ამ მომენტში მბაპეს ზუსტი ასაკი 22 წელი და 80 დღეა, ხოლო არგენტინელი 25-ე გოლის გატანისას 22 წლის და 286 დღის იყო.

შეგახსენებთ,რომ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ გუშინდელი მერვედფინალური დაპირისპირება ანგარიშით 1:1 დასრულდა. შემდეგ წრეში ფრანგული კლუბი გავიდა, რადგანაც მათ პირველ დაპირისპირებაში, სტუმრად მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.