ცნობილი გახდა ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, ლეგენდარული ფილიპინელი მენი პაკიაოს მორიგი ბრძოლის თარიღი.
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავა რინგზე 2 დეკემბერს, – წერს გაზეთი Los Angeles Times.
ფილიპინელის მომავალი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია. მთავარ კანდიდატებად ასახელებენ უკრაინელ ვასილი ლომაჩენკოს და ამერიკელ ტერენს კროუფორდს. თავად პაკიაომ ბრძოლაში ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.