მენი პაკიაო კარიერაში მერვედ დამარცხდა – კუბელ ჩემპიონთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

11:06, 22.08.2021
LAS VEGAS, NEVADA - AUGUST 21:  Yordenis Ugas (L) hits Manny Pacquiao in the 8th round of their WBA welterweight title fight at T-Mobile Arena on August 21, 2021 in Las Vegas, Nevada. Ugas retained his title in a unanimous decision.  (Photo by Ethan Miller/Getty Images)

LAS VEGAS, NEVADA - AUGUST 21: Yordenis Ugas (L) hits Manny Pacquiao in the 8th round of their WBA welterweight title fight at T-Mobile Arena on August 21, 2021 in Las Vegas, Nevada. Ugas retained his title in a unanimous decision. (Photo by Ethan Miller/Getty Images)

ლას ვეგასში T-Mobile Arena-ზე გაიმართა ნახევრადსაშუალო წონაში საჩემპიონო შეხვედრა, რომელშიც რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 42 წლის ფილიპინელი მენი პაკიაო (62–7–2, 39КО) 35 წლის კუბელს, WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ იორდენისს უგასს (26-4, 12КО) უპირისპირდებოდა. პაკიაოსთვის ეს იყო პირველი ბრძოლა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

12-რაუნდიანი ბრძოლა საკმაოდ თანაბარი გამოვიდა. უგასმა რამდენიმე სახიფათო დარტყმა განახორციელა და თითქმის ნოკდაუნის მდგომარეობამდე მიიყვანა ფილიპინელი. კუბელი კარგად იყენებდა თავის უპირატესობას გაბარიტებში, მაგრამ პაკიაო შესანიშნავად პასუხობდა ჯებებითა და მარჯვენა პირდაპირი დარტყმებით.

ერთხელ უგასმა მუცლის ქვემოთ დაარტყა მოწინააღმდეგეს, რის გამოც გაფრთხილება მიიღო რეფერისგან. ბოლო რაუნდში პაკიოას წარბი გაუსკდა, მაგრამ ფილიპინელმა მაინც მიიყვანა ბრძოლა ბოლომდე.

მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება იორდენის უგასს მიანიჭეს – 115:113, 116:112 და 116:112. ასე რომ, კუბელმა შეინარჩუნა ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის საჩემპიონო ქამარი.

შეგახსენებთ, რომ პაკიაოს ლას ვეგასში არა უგასის, არამედ დაუმარცხებელი ამერიკელის ეროლს სპენსის (27–0, 21KO) წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, რომელიც ნახევრადსაშუალო წონაში WBC-სა და IBF-ის ტიტულების მფლობელია. ეს ბრძოლა 10 დღის წინ გააუქმეს, რადგან სპენსმა მარცხენა თვალის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა.

მსგავსი