მენი პაკიაოს მეივეზერთან რევანში სურს #1TVSPORT
მენი პაკიაოს მეივეზერთან რევანში სურს #1TVSPORT

ლეგენდარულ ფილიპინელ მოკრივეს მენი პაკიაოს სურვილი აქვს რევანში აუღოს დაუმარცხებელ ამერიკელს ფლოიდ მეივეზერს. ამის შესახებ Planet Sport-ს განუცხადა კომპანია MP Promotions-ის პრეზიდენტმა შონ გიბონსმა.

მისი სიტყვებით, პაკიაოს უნდა მატჩრევანშის გამართვა მაგრამ, ჯერჯერობით, მეივეზერი არ გამოთქვამს ასეთ სურვილს.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერმა და პაკიაომ 2015 წელს გამართეს ორთაბრძოლა და ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.