აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოფისის ცნობით, დონალდ ტრამპის მეუღლეს თირკმელზე მსუბუქი ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა და კვირის ბოლომდე ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში დარჩება.
„პროცედურამ წარმატებით ჩაიარა, გართულებები არ ყოფილა. პირველი ლედი მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება მსოფლიოს ბავშვებზე ზრუნვას“, – განაცხადა მელანია ტრამპის პრესსპიკერმა სტეფანი გრიშამმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპერაციის დასრულების შემდეგ ვერტმფრენით გაემგზავრა ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მეუღლის მოსანახულებლად.