მელანია ტრამპი კრიტიკას პასუხობს - ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რას ვაკეთებ და არა, რა მაცვია [ვიდეო]
აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა აფრიკაში ვიზიტისას მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.
„ჩემი სურვილია, ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ იმას, რას ვაკეთებ და არა იმას, თუ რა მაცვია“, – განუცხადა მელანია ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე The New York Times-მა იმის გამო გააკრიტიკა, რომ კენიაში ის თეთრი ფერის პერანგითა და ქუდით ჩავიდა. გამოცემის აზრით, ეს არის ევროპული კოლონიზაციის სიმბოლო და აფრიკელების ექსპლუატაციის ასოციაციას იწვევს.