მეკობრეებმა ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს
ნიგერიის სანაპიროებთან მეკობრეებმა ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 12 წევრი გაიტაცეს.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ხომალდი აფრიკულ სახელმწიფო განასა და ნიგერიის ქალაქ პორტ-ჰარკორტს შორის მოხვდა. გემი ჰოლანდიურ კომპანია ForestWave-ს ეკუთვნის.
კომპანიის ცნობით, მომხდარის შესახებ მძევლების ახლობლები უკვე ინფორმირებულნი არიან. ამასთან, ეკიპაჟის ორმა წევრმა მეკობრეების თავდასხმისას დამალვა შეძლო და ისინი გადაარჩინეს.
გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.