ირანის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ირანის სატვირთო გემებს მეკობრეები დაესხნენ თავს
ირანის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ირანის სატვირთო გემებს მეკობრეები დაესხნენ თავს

ირანის საზღვაო ძალების ადმირალის განცხადებით, არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარე ადენის ყურეში, ირანის სატვირთო გემებს მეკობრეები დაესხნენ თავს ხუთი გემით.

ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

საზღვაო ძალების ინფორმაციით, თავდასხმა მოგერიებული იქნა ირანის 78-ე ფლოტის გამანადგურებლის, „ალბორიზის“ მხრიდან გახსნილი ცეცხლით, რომელიც სატვირთო გემებს აცილებდა.

78-ე ფლოტის გამანადგურებელი „ალბორიზი“, ირანის საზღვაო მარშრუტების დაცვის მიზნით, ცოტა ხნის წინ განთავსდა საერთაშორისო წყლებში. საზღვაო ძალების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში გამანადგურებელმა მეკობრეების რამდენიმე თავდასხმა აღკვეთა როგორც ირანის, ისე სხვა ქვეყნის გემებზე.