მეკობრეებმა ბენინის სანაპიროსთან მცურავი გემიდან ცხრა მეზღვაური გაიტაცეს
მეკობრეებმა ბენინის სანაპიროსთან მცურავი გემიდან ცხრა მეზღვაური გაიტაცეს. ხომალდი ნორვეგიულ კომპანიას ეკუთვნის, გატაცებული მეზღვაურები კი წარმოშობით ფილიპინელები არიან.
მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას ეკიპაჟის სხვა წევრებმა შეატყობინეს, რომლებიც მძევლად აყვანას გადაურჩნენ.
გემი ამჟამად ბენინის საპორტო ქალაქ კოტონში იმყოფება. ნორვეგიული კომპანიის განცხადებით, გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან.
საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ცნობით, 2018 წლის განმავლობაში მეკობრეების გემებზე თავდასხმის 201 შემთხვევაა აღრიცხული.