გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ მისმა მეგობარმა ლევან ჟღენტმა განაცხადა.
წულაია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
პოლიტიკოსის მეგობრები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქალი, რომლის მიმართ ძალადობაშიც წულაიას ადანაშაულებენ, მიგზავნილია.
„ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს“, – აცხადებს წულაიას მეგობარი, ლევან ჟღენტი.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გოგი წულაია თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.