იაგო ხვიჩია - სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს
იაგო ხვიჩია - სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს

სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებაზე, რომელის ხელმომწერებიც მიიჩნევენ, რომ „წულაიას დაკავება ბერა ივანიშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერს უკავშირდება“.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში ცუდი ქცევისთვის უნდა მოუხადოს.

„სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს. რაც შეეხება საქმეს, ვინმე დამნაშავე არის თუ არა, საქმეს საკმარისად არ ვიცნობ. ამაზე საუბრის საშუალება მოგვეცემა. ბოდიში ცუდი ქცევისთვის უნდა მოუხადოს. გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამე ჯდება, მაგრამ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელა.