გოგი წულაია - პოლიტიკაში დავრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე
გოგი წულაია - პოლიტიკაში დავრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე

არასდროს ჩადენილს არ ვნანობ. თავს ვგრძნობ დამნაშავედ უფალთან და ჩემს მეუღლესთან, ამის გამო ორჯერ წავიკითხე სახარება, ზოგიერთ მამაოს არ ექნება წაკითხული ორჯერ, – ამის შესახებ გოგი წულაიამ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

წულაიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას მიცხადებდა ამ რთულ დღეებში, მინდა მადლობა ვუთხრა იმ მოსამართლეს, ვინც ეს გირაო გამოიტანა. ეს არის განცდა იმისა, რომ ამ სასამართლოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მონები არ არიან და იღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებას. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა წამოიწია, პროკურატურამ განცხადებები გააკეთა, კაციშვილს არ ვუხსენებივარ. პოლიტიკაში დავრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე. ამ წუთას არანაირი პრობლემა არ მაქვს, ალბათ, 25 კილო დავიკელი. 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე, შემდეგ ვიშიმშილე შვიდი დღე და მერე წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა, იცოცხლეო, გადავწყვიტე მეცოცხლა. ცხოვრებაში საერთოდ არ ვარ მოძალადე, ნამდვილად არ მიძალადია. არავითარი მეგობრობა მასთან არ მაკავშირებს, ეგეც პროკურატურის მოფიქრებული თემაა. ვიცნობდი არასამთავრობოდან, რა ვიცოდი, „ნაციონალებს“ აგენტი თუ ჰყავდათ, რას წამოვიყვანდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ქალი არის უშიშროების თანამშრომელი, მეტი რა გითხრათ, ასმათის სახელობის კორპუსია, სამი პატიმარი კი გავიგე, რომ არის და დროზე თუ არ გააჩერებენ, შეიძლება გაავსოს. არასდროს ჩადენილს არ ვნანობ. ყველაზე მეტ დამნაშავედ თავს ვგრძნობ ჩემს მეუღლესთან, თავს ვგრძნობ დამნაშავედ უფალთან და ჩემს მეუღლესთან, ამის გამო ორჯერ წავიკითხე სახარება, ზოგიერთ მამაოს არ ექნება წაკითხული ორჯერ“, – განაცხადა წულაიამ.

დატოვე კომენტარი