შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ერთი თვისება აქვთ, შეუძლიათ, დოქს ყური იქედან მიაბან, საიდანაც უნდათ, ვენდობი გამოძიებას, რომელიც წულაიასთან დაკავშირებით ყველაფერს დაადგენს
შალვა პაპუაშვილი - ჩვენს ოპონენტებს ერთი თვისება აქვთ, შეუძლიათ, დოქს ყური იქედან მიაბან, საიდანაც უნდათ, ვენდობი გამოძიებას, რომელიც წულაიასთან დაკავშირებით ყველაფერს დაადგენს

ჩვენს ოპონენტებს ერთი თვისება აქვთ, შეუძლიათ, დოქს ყური იქედან მიაბან, საიდანაც უნდათ და სამყარო ისე დაინახონ, როგორც სურთ, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ გოგი წულაიასთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ამ პარტიების შეფასებებში ხატია დეკანოიძეს ვეთანხმები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას გაემიჯნა. ვენდობი გამოძიებას და შემდეგ სასამართლოს, რომელიც ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელა.