„ლელოში“ აცხადებენ, რომ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ
„ლელოში“ აცხადებენ, რომ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ

„ლელოში“ აცხადებენ, რომ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ. ამის შესახებ აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

„ბატონი გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად, ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. თავდაპირველად „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხელმომწერთა შორის იყო პარტია „ლელო“. მოგვიანებით, „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურმა განახლებული ტექსტი გაავრცელა, რომელშიც ხელმომწერთა შორის „ლელო“ აღარ არის მითითებული.

დატოვე კომენტარი