დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის თქმით, გუგეშაშვილი საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.
„დოდო გუგეშაშვილი უკეთესად არის. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი დაკითხვას დოდო გუგეშაშვილის სურვილით ესწრება“, – განაცხადა ბრეგვაძემ.
სამსონ ბრეგვაძის თქმით, დაკითხვის დეტალები ამ მომენტისთვის მისთვის ცნობილი არ არის.
ღუდუშაურის საავადმყოფოში დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.