დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ერთვებიან
დოდო გუგეშაშვილისა და მისი შვილის საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ერთვებიან

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები, მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ერთვებიან, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, გამოძიებას სიახლე არ აქვს და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტებს ამიტომაც რთავენ.

„სამწუხაროდ, გამოძიება ერთ წრეზე ტრიალებს, არანაირი სიახლე არ არის, გარდა იმისა, რომ მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთვებიან საქმეში. იმედი გვაქვს, ისინი აღმოაჩენენ რამეს, რაც გამოძიებას ცოტათი მაინც წაწევს წინ“, – აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.

საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვის აუცილელობლაზე საუბრობს გუგეშაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც.

„მაია ნიკოლეიშვილი არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და ზაზა ალთუნაშვილი ბალისტიკური ექსპერტი. ვერ ვიტყვით, რომ  მათი დახმარებით მკვლელობაში ბრალდებულს გავარკვევთ, ეს იქნება სიცრუე, უბრალოდ, გავარკვევთ რამდენიმე დეტალს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

დატოვე კომენტარი