დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი მძიმედ არის დაჭრილი.

ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

დატოვე კომენტარი