დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა, რომ მურჯიკნელის მიმართ არ მომხდარიყო არანაირი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, რადგან ადვოკატ სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

პროკურორის ინფორმაციით, საქმეში არის სატელეფონო ჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ამტკიცებს დაკავებული დანაშაულს.

ამასთან, როგორც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მას დანაშაულთან შეხება არ აქვს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 იანვარს დააკავა. დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.