მედიის ინფორმაციით, სინგაპურში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა დისტანციურად, აპლიკაცია „ზუმით“ მიუსაჯეს
სინგაპურში ბრალდებულს სიკვდილით დასჯა ინტერნეტით, აპლიკაცია „ზუმით“ მიუსაჯეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მალაიზიელ მამაკაცს ჩამოხრჩობა მიესაჯა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება დისტანციურად მიიღო.
37 წლის მამაკაცი 2011 წელს ჰეროინის უკანონო გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. ის დანაშაულს უარყოფს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩმა“ განაჩენს „სასტიკი და არაჰუმანური უწოდა“.