მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას, აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით, შეუვალობით
მიხეილ სააკაშვილი - მივესალმები მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას, აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით, შეუვალობით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობითა და შეუვალობით.

„მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი“, – წერს სააკაშვილი.

სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

დატოვე კომენტარი