„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრებით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრებით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აცრებით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სადაც ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი აიცრა.

როგორც მედია წერს, პატარა ქალაქ-სახელმწიფო, სადაც 5.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკაშირებული შეზღუდვების მოხსნას გეგმავს.

მიმდინარე წლის ნოემბრისთვის მოსახლეობის სრულად აცრას გეგმავს იაპონია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და ხანდაზმულებისთვის ე.წ. გამაძლიერებელი დოზები მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება გათვალისწინებული.

„დელტა“ ვარიანტის შეჩერების მიზნით, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში შემზღუდველი ზომების მოქმედება გახანგრძლივდა. ავსტრალიაში კოვიდ აფეთქების ეპიცენტრად ახალი სამხრეთ უელსის შტატია გამოცხადებული. „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი ზელანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის მართვაში ქვეყანას შესაძლოა, რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდეს.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, გერმანიაში დემონსტრანტებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს.

„დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ის საავადმყოფოები გადატვირთულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 247 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 2 700 ადამიანი კი გარდაიცვალა. გასული კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები აშშ-ის 42 შტატში გაიზარდა.