მედიის ინფორმაციით, ნიგერიაში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
გასულ დღეს, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 22-სართულიანი მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მაშველებმა ცხრა ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩამონგრევის დროს შენობაში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი. ლაგოსის შტატის ხელისუფლებამ ქალაქის მთავარი არქიტექტორის მუშაობა შეაჩერა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ნიგერიაში შენობების ჩამონგრევის ფაქტები ხშირია, რისი მიზეზიც წესების დაუცველობა და სამშენებლო მასალების შესაბამის სტანდარტებთან შეუსაბამობაა