მედიის ცნობით, სუდანში დაპირისპირებული მხარეები შვიდდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
სუდანში დაპირისპირებული მხარეები შვიდდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, შეთანხმება 4-დან 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მედია წერს, სამხრეთ სუდანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელმაც მხარეებს კონფლიქტში შუამავლობა შესთავაზა, ნათქვამია, რომ ისაუბრეს ხანგრძლივი ზავის მნიშვნელობაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებებში წარმომადგენლების დასახელებაზე, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.
სუდანის არმიასა და სამხედრო დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება მესამე კვირაა, გრძელდება. გაერო-ს მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა.