აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს
აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც, მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს.

რეზოლუციას მხარი სულ 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა და ერთმა თავი შეიკავა.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს არ სურდათ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა, რადგან მათ აშშ-ის წარუმატებლობა სურთ.

„კიდევ ერთხელ, რუსეთი პროგრესზე წინ პოლიტიკას აყენებს“, – აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.